ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულია.
მსოფლიოს ჩემპიონატი რომ არ იყოს, ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად ოქროს ბურთს მოიგებდა. მასავით გადამწყვეტი - გოლებში, საგოლე პასებში, უბრალოდ მოედანზე ყოფნით, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში არავინ ყოფილა!"-ალესანდრო დელ პიერო

ზედიზედ მეორედ, ხვიჩა კვარაცხელია „ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.
პარიზულმა კლუბმა ფინალში ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლუის ენრიკემ 82-ე წუთზე შეცვალა. საგულისხმოა, რომ შეცვლამდე, როდესაც პსჟ 0:1 მარცხდებოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად უსმან დემბელემ შეასრულა და შედეგად, პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა.ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ფრანგული პრესა ეხმიანება. გამოცემების უმეტესობა ხაზს უსვამს, რომ პარიზელთა გუნდი თამაშში ხვიჩას მიერ მოპოვებულმა პენალტმა დააბრუნა.
L’Equipe: თავიდან საკუთარ თავზე თამაშის აღებას ვერ ბედავდა, შემდეგ კი პენალტი გამოიმუშავა და უფრო მობილურად ათამაშდა. გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კი 83-ე წუთზე ადგილი ბარკოლას დაუთმო.
Foot Mercato: მატჩის სტარტზე ცოტა უჭირდა, ლონდონელთა მცველები, კერძოდ კი მოსკერა მას კარგად მეურვეობდა, თუმცა მეორე ტაიმში კვარამ თავისი რიტმი იპოვა და პენალტი გამოიმუშავა, რის შედეგადაც პსჟ-მ ანგარიში გაათანაბრა. ქართველს ასევე შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევა ჰქონდა, როცა მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კვარა 83-ე წუთზე ბარკოლამ შეცვალა.
ფინალის შემდეგ ალესანდრო დელ პიეროს კომენტარი კვარაცხელიაზე მრავლისმეტყველია. აი, რა თქვა, ტურინის იუვენტუსის ლეგენდამ Sky Sport-ის სტუდიაში: "მსოფლიოს ჩემპიონატი რომ არ იყოს, ხვიჩა კვარაცხელია ნამდვილად ოქროს ბურთს მოიგებდა. მასავით გადამწყვეტი - გოლებში, საგოლე პასებში, უბრალოდ მოედანზე ყოფნით, ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში არავინ ყოფილა!"

