პოლიტიკააფხაზეთი, სამაჩაბლო_მონატრება,ნოსტალგია, იმედი!
დამძიმებულ ფიქრებში გავიდა ერის, უმძიმესი ცხოვრების 35 წელი, ტკივილის, გარედან თავსმოხვეული უსაფუძვლო სისხლიანი დაპირისპირების, გაუაზრებელი შეცდომებისა და დაუნდობლობის წლები…
არადა, ვაჟკაცობა, თავმოყვარეობა, საკუთარი შეცდომების აღიარების და მონანიების უნარი ორივე ერის მენტალობის და ქრისტიანული ტრადიციების განუყოფელი თვისებაა.
დადგა დრო აღიარებისა და მონანიებისთვის. დღეს თუ არა ხვალ, ეს მაინც მოხდება...
დრო ყვირის, დრო გვაჩქარებს - სასწრაფოა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, მოლაპარაკება! რევერანსების დრო არ არის...