„თუ ვინმეს არა აქვს ისტორია, აჩუქეთ დავით გარეჯი და დიდებული წარსული ექნებაო!“
“„ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია ნიკო კეცხოველმა 1975 წელს, დავით გარეჯობის პირველ დღესასწაულზე ბრძანა: „თუ ვინმეს არა აქვს ისტორია, აჩუქეთ დავით გარეჯი და დიდებული წარსული ექნებაო!“

ღირს დაფიქრებად!
„ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია
ნიკო კეცხოველმა 1975 წელს, დავით გარეჯობის პირველ დღესასწაულზე ბრძანა:
„თუ ვინმეს არა აქვს ისტორია, აჩუქეთ დავით გარეჯი და დიდებული წარსული ექნებაო!“
კაცობრიობის ისტორიას უამრავი დაპყრობითი ომები და სხვისი ადგილ-სამყოფლის, ტერიტორიების მითვისება-მისაკუთრება ახსოვს, მაგრამ ცოტაა შემთხვევები „ისტორიის მისაკუთრებაზე“ ჰყვებოდეს ვინმე
არადა, მეორე მსოფლიო ომი ჯერ დამთავრებული არ იყო, ისტორიის გაყალბება-მისაკუთრებაზე ზრუნვა რომ ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად დაისახეს ე.წ. „დასავლეთის მესაჭეებმა“.
თეირანის კონფერენციის შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად ცნობილი იყო მეორე მსოფლიო ომის ბედი, მაგრამ მარტო ეს არ იყო მთავარი – მთავარი იყო, ვისი სახელი შერჩებოდა გამარჯვებულად მსოფლიო ისტორიას მეოცე საუკუნის ბოლოს, როცა მარტო მეოცე საუკუნის ისტორია კი არ იწერებოდა, არამედ კაცობრიობის 2000 წლის ისტორიაც ჯამდებოდა!
სამწუხაროდ, ისტორიის მიკუთვნებისთვის დაუნდობელი ბრძოლა დღესაც მიმდინარეობს და შესაძლოა დასასრული ვერასოდეს ჰპოვოს!
ყველაფერ ამის ფონზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ისტორია, ლამაზად დაწერილი და ბუხართან მოსასმენი „ზღაპარი“ ჰგონიათ!
– ჭეშმარიტი ისტორიის ცოდნა, უშეცდომო დღევანდელობის და წარმატებული მომავლის გარანტიაა!
– ჭეშმარიტი ისტორია, არა მარტო წერილობითი ფორმით, არამედ არქეოლოგიური მასალებით, არქიტექტურული ფორმებით, მხატვრობით, საკულტო ნაგებიბეზე კედლის მხატვრობით გადმოცემაა.
ეს რომ ასე არის, XI საუკუნეში აგებული ალავერდის ტაძრის სტოაში ჩახატული წმინდა გიორგის უნიკალური ფრესკაც საკმარისია ამის საბუთად.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყოველი მესამე სალოცავი საქართველოში წმინდა გიორგის სახელზეა აგებული, ბუნებრივია, ათასობით ფრესკაცაა შექმნილი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, მისი ტრადიციული ფორმა საყოველთაოდაა ცნობილი:

