ნეტავი იქ, თეატრუ არის?!
ქართულ თეატრს ბევრი დიდი არტისტი ჰყოლია და ბევრიც ეყოლება, მაგრამ ისეთი სახალხო სიყვარული, როგორიც კახი კავსაძემ დაიმსახურა, მხოლოდ ერთეულების ხვედრია. გავა წლები და მოზღვავებული ნიჭიერებით გამორჩეულ ხელოვანს ხშირად შეგვახსენებენ მის მიერ ნათამაშები თეატრალური და კინო სახეები, რომლებსაც დავიწყება არ უწერია.

ნეტავი იქ, თეატრი არის ?!
კახი კავსაძე - მოზღვავებული ნიჭიერების ტალანტი
კავსაძეების გვარის გაგონებაზე თვალწინ ქართული ხელოვნების არა ერთი შესანიშნავი პიროვნება დაგიდგებათ. როგორც ეტყობა განგებამ, ამ გვარს, ერის სულიერების მასაზრდოებლის როლი დააკისრა. მათ ერთგვარი ტრადიციაც კი შექმნეს ხელოვნებაში. მე არ შევუდგები პიროვნებების ჩამოთვლას, თუმცა ისინი საკმარისად არიან (ღმერთმა ამრავლოს). ჩემი წერილი შეეხება, მოზღვავებული ნიჭიერებით გამორჩეულ ხელოვანს, ქართული კინოსა და თეატრის ცნობილ მსახიობს, ორიგინალურ და კოლორიტულ ადამიანს კახი კავსაძეს.
დაიბადა თბილისში 1935 წლის 5 ივნისს. იგი დდი წინაპრის, ქართული ხალხური სიმღერის ბრწყინვალე მცოდნის, ლოტბრის - სანდრო კავსაძის შთამომავალია. დიახ, სანდრო კავსაძე კახის პაპა გახლდათ. მოგვიანებით ეს ეროვნული საქმე მისმა შვილმა, კახის მამამ - დავით (დათაშკა) კავსაძემ განაგრძო. კახის დედა ქალბატონი თამარ ცაგარეიშვილი სპეციალობით ექიმი იყო.
ვინაიდან დავითი ტყიბულის მომღერალთა ანსამბლს ხელმძღვანელობდა, ოჯახი საცხოვრებლად ტყიბულში გადავიდა. დავითი 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ამის შემდეგ კახი, დედამისი და მისი ძმა - იმერი თბილისში დაბრუნდნენ. ცოტა რამ დავით (დათაშკა) კავსაძის შესახებ: იგი წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა. ტყვედ ჩავარდა. ვინაიდან ლოტბარობის გამოცდილება ჰქონდა, ქართველ ტყვეთა ბანაკში, ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად დაინიშნა. მან არაერთი ქართველი და ებრაელი გადაარჩინა სიკვდილს. ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული დავითი, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ, ქვეყნის ღალატის ბრალდებით, დააპატიმრა და სვერდლოვსკის ოლქში გადაასახლა, სადაც იგი გარდაიცვალა.
ფაქტიურად უმამოდ იზრდებოდნენ კახი და მისი ძმა. ორივეს მუსიკისადმი დიდი ინტერესი ჰქონდა. თუმცა თბილისის ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის მოსწავლეები - კახი და იმერი, როგორც „მოღალატე“ მამის შვილები, სასწავლებლიდან გამოუშვეს. დედამ ახალგაზრდა კახი ბიძის, მიშა კავსაძის გუნდში მიიყვანა, ხოლო შემდეგ მამის მეგობრის ბიჭიკო გველესიანის გუნდში მღეროდა.
მსახიობის პროფესიაზე არასდროს უფიქრია, ამისკენ უბიძგა იმა ფაქტმა, რომ სახლში (ვორონცოვზე), სადაც იგი დაიბადა, ცხოვრობდნენ დიდი მსახიობები: აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, ემანუელ აფხაიძე, თამარ ჭავჭავაძე და ალექსანდრე და სესილია წუწუნავები. ამ ადამიანების გარემოცვაში მყოფმა, მსახიობის პროფესიაზე ბევრი რამ შეიტყო და ამავე დროს დიდი ინტერესი გაუღვივა. კახიმ თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1959 წელს დაამთავრა. იგი რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი ხდება. სწორედ აქედან იწყება მისი, როგორც მსახიობის შემოქმედებითი გზა. აღსანიშნავია თეატრალური როლები: