"ეპიკური მრისხანება" ჩაიფუშა! ტრამპი ირანთან ომს ნანობს!
პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ ვითარება გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა!!!

"ეპიკური მრისხანება" ჩაიფუშა!
ტრამპი ირანთან ომს ნანობს!
„რატომ შეიძლება დონალდ ტრამპმა ირანთან ომი ინანოს: პრეზიდენტს იმედი ჰქონდა, რომ ვითარება გააუმჯობესებდა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა“ - ასეთი სათაური აქვს ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Fორეიგნ Pოლიცყ) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორებია აარონ მილერი (კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) და დენიელ კურცერი (აშშ-ის ყოფილი ელჩი ეგვიპტეში და ისრაელში). როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, „საეჭვოა, რომ დონალდ ტრამპმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანზე გაიმარჯვონ: მათ იმედი ჰქონდათ, რომ ირანის ხელისუფლებას სწრაფად დაამარცხებდნენ, მაგრამ პირიქით გამოუვიდათ - რამდენიმე ირანელი კიმ ჩენ ინი მიიღეს“.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ უკვე მესამე თვეა გრძელდება. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საერთაშორისო კონფლიქტების საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ სამ-ოთხ თვეს შეადგენს (ხაზს ვუსვამთ - „საშუალო ხანგრძლივობა“, რადგან კონკრეტული ომები, მათ შორის მსოფლიო ომები წლობითაც გრძელდებოდა). ჯერ-ჯერობით არაფერი ნიშანი არ არის იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთის ომი დასასრულს უახლოვდება. უფრო მეტიც - სრულიად შესაძლებელია, რომ ომი ახალ ფაზაში გადავიდეს: იმედები, რომ მისი მოგვარება მოლაპარაკებით შეიძლება, უკვე იწურება.
ამიტომაც აუცილებელია შესაბამისი კორექტივების შეტანა ჩამოყალიბებული ხედვების სისტემაში. ნაცვლად სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისა, ეს ომიც შეიძლება უეცრად შეჩერდეს, რითაც საფუძველს ჩაუყრის აშშ-ირანის დაპირისპირების შემდგომ ეტაპს, როგორც არაერთხელ მომხდარა ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
მიმდინარე მომენტი ხუთი ფაქტორით განისაზღვრება:
პირველი - გაურკვეველი ჩიხი
მართალია, ამერიკას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ირანს მოელაპარაკება, მაგრამ ჩიხი, გაუგებრობა რომელშიც მთელი რეგიონია შესული, სრულიად შესაძლებელია ახალ ნორმად იქცეს. ირანი ტკივილს აყენებს აშშ-სა და მის მოკავშირეებს იმით, რომ მან ჰორმუზის სრუტის ბლოკირება მოახერხა. ამერიკული კონტრბლოკადა, თავის მხრივ, ნეგატიურ გავლენას ახდენს თვითონ ბლოკადის მომწყობ ირანზეც. მაგრამ არც ეკონომიკური სანქციებმა და არც სამხედრო ესკალაციამ წარმატება ვერ მოიტანა - ვერც ბრძოლაში და ვერც მოლაპარაკების დროს. თეთრმა სახლმა უარყო ირანის წინადადება გახსნას სრუტე აშშ-ის კონტრბლოკადის მოხსნის საპასუხოდ, დიალოგის დაწყების მიზნით, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავითარი ალტერნატიული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.



