
ურთიერთობა საქმით და არა ქაღალდზე!
საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის ძალზე დინამიურად განვითარდა.
„მხოლოდ გასული ექვსი თვის განმავლობაში, ჩინეთში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ხუთი მინისტრის ვიზიტი. თითოეული ეს ვიზიტი კონკრეტულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. მთლიანობაში, 2023 წლის შემდეგ, გაფორმდა 14 უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის, ხოლო საბოლოო განხილვის ეტაპზეა ექვსი შეთანხმება.
2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით, 2025 წელს 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში – 45%-ით გაიზარდა.
დღეს ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის იკავებს მესამე ადგილს საერთო ვაჭრობის მიხედვით და მეორე ადგილს ქართული წარმოების ექსპორტის მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ დამატებითი ბიძგი მისცა პირდაპირი ფრენების დამატებას და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვან ზრდას საქართველოსა და ჩინეთს შორის
სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ აისახება კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული,
დღეს საქართველოს ბაზარზე უკვე სამი ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. შარშან ავიაკომპანია Aირ ჩჰინა-მ პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულება დაამატა, ივლისიდან ავიაკომპანია ჩჰინა შოუტჰერნ-ი ამატებს ანალოგიურ რეისს, ხოლო 15 ივლისიდან ავიაკომპანია ჩჰინა Eასტერნ-ი იწყებს პირდაპირ ფრენებს შანხაი-თბილისის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წელს აზიის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა IთB ჩჰინა შანხაიში საქართველოს ეროვნულ სტენდთან გაიხსნა, რაც საქართველოს მიმართ ჩინური მხარის განსაკუთრებულ ყურადღებაზე მეტყველებს.
მნიშვნელოვნად გაღრმავდა პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთის განათლების სამინისტროებს შორის.
მზადდება მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის, ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების დანერგვას, საქართველოში ჩინური ენის სწავლების გაფართოებას და ა.შ.



