ლიტერატურული სენსაცია
ლიტერატურული სენსაცია "ვეფხისტყაოსანში გამოვლინდა დუბეითური წყობის კატრენები, სპარსული სტრუქტურის რუსთველური სტროფები.

"ვეფხისტყაოსანში გამოვლინდა დუბეითური
წყობის კატრენები
სპარსული სტრუქტურის რუსთველური სტროფები
რუსთველი ბრწყინვალედ იცნობდა სპარსულ პოეზიას, განსაკუთრებით – ონსორის, ფირდოუსის, ნიზამის ქმნილებებს. ამათი ლექსი კი აგებულია ბეითის პრინციპზე, ანუ ყოველი პოეტური აბზაცი შედგება ორტაეპოვანი სტრუქტურისაგან. ამას საკმაოდ ხშირად ითვალისწინებს ქართველი მოშაირე და აღარ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ზოგჯერ ქართულ სტროფიკულ წყობაში შემოგვაპარებს ბეითურ წყობას. ამან არ უნდა დაგვაბნიოს და არ უნდა გვეგონოს, რომ ამგვარი "წესიდან ამოვარდნილი" პოეტური აბზაცი უსათუოდ ინტერპოლატორისაა. ამას რომ ვაცხადებ, ვითვალისწინებ:გ შეცდომა არაერთს მოსვლია, თუმცა თავს იმით ვიმშვიდებ, რომ აღნიშნული პრობლემა დღემდე არათუ გამორკვეული, შენიშნულიც არ ყოფილა.
ახლა ვნახოთ და გავაანალიზოთ კონკრეტული ნიმუშები.
უწინარეს ყოვლისა, "განვჩხრიკოთ" ცნობილი მკვლევრის რამაზ პატარიძის მიერ საეჭვოდ მიჩნეული კატრენი.
ბაღსა შინა თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,
გავიტანე ხათუნები – მათი ჭმევა ჩემგან ხამსა;
მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,
ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.
მითითებული სტროფი უნდა განვიხილოთ არა ჩვეულებრივ ოთხტაეპოვანრთგვაროვან წყობად, არამედ დუბეითად (ორ ბეითად). აქ პირველი ბეითი, ანუ სტროფი, ასეთია:
ბაღსა შინა თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,
გავიტანე ხათუნები – მათი ჭმევა ჩემგან ხამსა.
მეორე ბეითური წყობა ამ სახისაა:
მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,
ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.
თუ "ბეითურად" შევხედავთ წყვილეულებს, მაშინ ყველაფერი დამში მოვა და საეჭვოც აღარა დაგვრჩება რა. აბა, ვნახოთ: I სტროფ-ბეითში გვაქვს ჩვეულებრივი კლასიკური "სუფთა" ორმარცვლიანი სარითმე ბგერათკომპლექსი ამსა-ამსა. თუ ამავე თვალსაზრისით შევხედავთ მეორე წყვილს, იქაც მსგავსი ვითარება დაგვხვდება: მასა-მასა. კლასიკური ორმარცვლიანი "სუფთა" ქორეული სარითმე ბგერათერთობა!
მაგრამ აუცილებელია აქვე გავითვალისწინოთ ჩემ მიერ დადგენილი რითმისწინა გახმოვანების რუსთველური სისტემა. მაშინ თვალწინ სრულიად სხვა სურათი გადაგვეშლება. ამ შემთხვევაში "ნამდვილი რუსთველური რითმის" უნაკლო შეხამებას შევნიშნავთ ოთხტაეპოვანი კატრენის მთლიან სივრცეში. კერძოდ, მგოსანს ახასიათებს წმინდა ორ და სამმარცვლიან სარითმე ბგერათკომპლექსთა გაძლიერება-გაღრმავება. საამისოდ ავტორი სარითმე სიტყვათა წინ აყენებსრთსა და იმავე ხმოვანს ან ხმოვნებს. ასე აძლიერებს რითმას: ორმარცვლიანს ხდის 3 ან 4-მარცვლიანად, ხოლო სამმარცვლიანს – 4 ან 5-მარცვლიანად. ვთქვათ, აქვს რითმა იანი. მას წინ უხვედრებს ხმოვანს. მაშინ ვღებულობთ ასეთ სურათს: ეიანი,-ეიანი,-ეიანი,-ეიანი. შეიძლება ასეთი წყობაც მივიღოთ: აე-იანი, აე-იანი, აე-იანი, აე-იანი. მაშინ გვეძლევა ხუთმარცვლიანი გაღრმავებული რითმა.
ამ თვალსაზრისით თუ შევისწავლით ზემომოყვანილ ოთხტაეპედს, თან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ რუსთველისთვის რითმას ქმნის არა თანხმოვანი, არამედ – ხმოვანი, მაშინ ვიღებთ ასეთ სარითმო სურათს: გავე ჟამსა – რიდე-თმასა,რთის მხრივ, და, მეორე მხრივ: ჩემგან ხამსა ‒ ტკბილსა ხმასა. ანუ-ასა ‒-ასა, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ: ა-ასა ‒ ა-ასა.
აქ კატრენში დუბეითურად შეხამებულია I-IV და II-III ტაეპები.
ახლა ვნახოთ ოთხტაეპოვანირთობის სხვაგვარი ბეითური წყობა.
კაცნი უხმნა მასვე წამსა,სე საქმე დავიურვეთ,
უბრძანა, თუ: "ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,
მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ?"
(ვეფხისტყაოსანი, 2016, სტროფი N 656)
აქ პირველი ბეითი ამ სახისაა:
კაცნი უხმნა მასვე წამსა,სე საქმე დავიურვეთ,
უბრძანა, თუ: "ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ!"
მეორე ბეითური სტროფი ამდაგვარია:
"მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ;
თავსა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ, რადმცა ურვეთ?"
პირველ ბეით-სტროფსრთიან მონოლითად ასეთი გაღრმავებული რითმა კრავს: ი-ურვეთ – ი-ურვეთ; მეორეს – ამდაგვარი: ა-ურვეთ – ა-ურვეთ.
მაშასადამე, კატრენის ბეითებად დაყოფის საფუძველია რითმის გამაღრმავებელი წინდახვედრებული ხმოვანი. პირველი ბეითისა "ი", მეორისა ‒ "ა".
გავსინჯოთ ამდაგვარი სხვა შემთხვევები.
I-IV და II-III ტაეპების გაბეითების წესია დაფიქსირებული საყოველთაოდ ცნობილ მერვე სტროფში. აბა, დავაკვირდეთ:
I. ამა დარი, ანუ ხმოვანთა კონფიგურაცია ა-არი;
IV. მე სამარი, ანუ ხმოვანთა კონფიგურაცია ა-არი.
მეორე ბეითური სისტემა ასეთია:
II. მისთვის მკვდარი, ანუ ი-არი;
III. არსით არი, ანუ ი-არი.
აქ ზუსტად იგივე სურათია, როგორც ზემონაჩვენებ კატრენში "ბაღსა შინა თამაშობად".
ზუსტად ასეთივე დუბეითური წყობა იხილვის მომდევნო, ანუ მეცხრე, კატრენშიც. გავსინჯოთYსარითმე სიტყვები:
I. ნათარგმანები, ანუ ა-მანები;
IV. ლამაზმა ნები, ანუ ა-მანები.
Aაგერ მეორე საბეითო წყვილეულიც:
II. საგოგმანები, ანუ ო-მანები;
III. საჭოჭმანები, ანუ ო-მანები.
"პროლოგში სწორედ ამგვარად არის აგებული ბევრი კატრენი.
"კიდევ უფრო საინტერესოა სანადიროდ შემზადებული ავთანდილის აღმწერელი სტროფი. აქ საგულისხმო დუბეითური სისტემაცაა წარმოდგენილი, ოღონდ, ამასთანრთად, რითმისწინა გახმოვანება გაძლიერებულია ორ-ორი ხმოვნით. საბეითო წყვილეულები ასე გამოიყურება.
პირველი ბეითი:
I. ნაზარდი სოსანი, ანუ აი-ოსანი;
IV. თეთრტაიჭოსანი, ანუ აი-ოსანი.
მეორე ბეითი:
II. ბროლბადახშოსანი, ანუ აა-ოსანი;
III. ქარქაშოსანი, ანუ აა-ოსანი.
მაშასადამე, ხუთმარცვლიანი რითმები ქმნიან ორ საინტერესო წყვილს, ანუ დუბეითს.
ახლა ჩემი თვალსაზრისის შუქზე განვიხილოთ ის პოეტური აბზაცი, რომელიც შეკამათებისას რამაზ პატარიძეს მოუყვანა ალექსი ჭინჭარაულმა, როგორც ნიმუში ორ-ორი სტრიქონის ცალ-ცალკე შერითმვისა. აი, ალ. ჭინჭარაულის არგუმენტი: "ვეფხისტყაოსანში არის შემთხვევები ორორი სტრიქონის შერითმვისა.რთი მაგალითი:
"მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,
ვსცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,
სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს!"
(იხ. ჟ. "ცისკარი", 1977, №5, გვ. 154)
როგორცა ვხედავთ, ალ. ჭინჭარაულმაც შენიშნა "შემთხვევები ორორი სტრიქონის შერითმვისა"რთი კატრენის ფარგლებში; მაგრამ ამ მკვლევარს წარმოდგენაც კი არა ჰქონია რუსთველურ დუბეითურ სისტემაზე. უბრალოდ "თვალით" შენიშნა, რომ მითითებულ სტროფში არაერთგვაროვნად არის შერითმული I და II,რთი მხრივ, და, მეორე მხრივ, III და IV სტრიქონები. მისი ზედაპირული და ნაივური თვალსაზრისით, I-II სტრიქონებს სხვაგვარი რითმა აქვს, ხოლო III-IV სტრიქონებს – სხვა. ზედაპირული ხედვისათვის მართლაც ასე ჩანს. I და II ტაეპების რითმებია მომივიდოდეს – რა გაგვიდოდეს, ანუ კლაუზულა გამოდის ვიდოდეს; სამაგიეროდ სულ სხვაგვარია III-IV ტაეპების შეხმატკბილება: მტკიოდეს ‒ ნეტარძი ოდეს! ანუ იოდეს-იოდეს. და აღნიშნული მოსაზრების სიმართლეში ნაივურად დარწმუნებულმა მკვლევარმა ნეტარად მიიძინა. ღმერთმა გაანათლოს!
სინამდვილეში ამ სტროფშიც დუბეითური სტრუქტურა მჭვირვალებს, ოღონდრთმანეთზე პოეტიკური კანონით არის გადაჯაჭვული არა I-II და III-IV, არამედ I-IV და II-III ტაეპები.
ავხსნათს გარემოება.
I ტაეპის სარითმე სიტყვაა მომივიდოდეს, კლაუზულა გამოდის ი-ოდეს; IV ტაეპის სარითმე სიტყვებია ნეტარძი ოდეს, ხოლო კლაუზულა – ი-ოდეს.
მაშ, გარეტაეპებით შედგენილი ბეითის სუფთა სარითმერთეული გამოდის სამმარცვლიანი ი-ოდეს (დაბალშაირის ჩვეულებრივი კლასიკური რითმა!).
ახლა შიგატაეპებით შედგენილი ბეითის შერითმვა განვჩხრიკოთ. II ბეითის სარითმორთეულებია გავიდოდეს და რაზომცა მტკიოდეს. სუფთა სარითმე ბგერათკრება გამოდის ასეთი: ა-იოდეს და ა-იოდეს.
მაშასადამე, თვალს კი არ უნდა დავემყაროთ, არამედ – მეცნიერულ გონს.
საგანგებო მსჯელობას იმსახურებს 866-ე სტროფი:
მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,
რაახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,
ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.
(ვეფხისტყაოსანი, 2016, გვ. 176)
ფიზიკური თვალი ამჩნევსრთგვარ სარითმე კრიზისს. კლაუზულა თითქოსდა ისე მხდლურად გამოიყურება, როგორც ქართული ოპოზიცია! ამას თითქოსდა სარითმე სიტყვებიცა და სათანადო კლაუზულაც ადასტურებს: გაანათლებს – იახლებს – აკლებს – ახლებს. კლაუზულად გამოდის: ათლებს – ახლებს – აკლებს – ახლებს.
რა უშნო და უგერგილო რითმებია, არა?
ასე გამოდის, თუ კლასიკური რუსთველური კატრენული თვალთახედვით წავიკითხავთ. ახლა კი წავიკითხოთ დუბეითური თვალსაზრისითა და რითმისწინა გახმოვანების რუსთველური პრინციპის გათვალისწინებით!
რუსთველური რითმისწინა გახმოვანების წესი გვიდასტურებს, რომ აქ მოცემულია დუბეითი,რთი მხრივ, და, მეორე მხრივ, ორივე ბეითში იდეალური საკლაუზულო თანხვედრაა, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ჩვენი მოშაირისთვის რითმაში მთავარია ხმოვანთა კონფიგურაცია.
ამ პოეტურ აბზაცში ბეითურადრთურთს უკავშირდება I-III და II-IV ტაეპები:
I ბეითი: გაანათლებს, ანუ ა-ალებს და ფერსა აკლებს, ანუ ა-ალებს;
II ბეითი: ვერ იახლებს, ანუ ი-ალებს და გაგვიახლებს, ანუ ი-ალებს.
მაშასადამე, თუ პოეტურ მონაკვეთს დუბეითურად წავიკითხავთ, მივიღებთ 2 იდეალურ სარითმე წყვილს: ა-ალებს ‒ ა-ალებს და ი-ალებს – ი-ალებს.
ანუ ის, რისი დამტკიცებაც გვეწადა!
მაშასადამე, ამიერიდან რუსთველოლოგის მოვალეობაა: როცა კატრენში რაიმე სარითმე უთანხმოებასა თუ უხერხულობას შენიშნავს, დაუკვირდეს,გების დუბეითურად წაკითხულმა ოთხტაეპედმა გადაჭრას პრობლემა და სტროფის ნაყალბევად გამოცხადებაც აღარ დაგვჭირდეს!
აღსანიშნავიაპილოგის მე-4 სტროფი. აქ დუბეითის წესი მკაფიოდ არის რეალიზებული. I და II სტრიქონებირთნაირადაა შერითმული; III და IV ტაეპები კი – სხვაგვარად, თუმცა კი სარითმე სიტყვებირთნაირად მთავრდება – ბელი.
ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!
რასა ვინძებთ, რას აქნევთ? ბედია მაყივნებელი,
ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.
I და II ტაეპების გაღრმავებული რითმა ასეთია: მისანდობელი – წამწამისა მსწრობელი, ანუ ა-ობელი და ა-ობელი (ოთხმარცვლიანი რითმა); III და IV სტრიქონების შეხმატკბილება კი ასეა წარმოდგენილი: მაყივნებელი – მხლებელი, ანუ-ბელი და-ბელი (სამმარცვლიანი რითმა). თვითონ პოეტური აბზაცის დონეზე კი რითმა გამოდის ორმარცვლიანი ბელი. ასე ღარიბი რითმა რუსთველისათვის დამახასიათებელი არაა, ოღონდ, დუბეითური წესით თუ წავიკითხავთ ქმნილებას, მაშინ ხელთ შეგვრჩება პირველი ბეითის გაუღრმავებელი დაქტილური რითმა ობელი, ხოლო მეორე ბეითის ასევე მდიდრული რითმა –ბელი.
მაშასადამე, ჩვეულებრივ სტანდარტულ სტროფებთანრთად რუსთველს შეუთხზავს დუბეითის წყობის პოეტური აბზაცებიც.
ამიერიდან რუსთველოლოგები არასტანდარტული პოეტური აბზაცის ხილვისას აღარ უნდა მოტყუვდნენ და ამგვარი "წესიდან ამოგდებული" სტროფები მაინცდამაინც ინტერპოლატორის შემოქმედებად არ უნდა შერაცხონ!
მურმან თავდიშვილი,
ვეფხისტყაოსნის პრემიის ლაურეატი



