დღეს მსოფლიოში ომებისეკორდული რაოდენობაა!
2025 წელს სახელმწიფოებს შორის მიმდინარე კონფლიქტების რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მიაღწია...

დღეს მსოფლიოში ომებისეკორდული რაოდენობაა!
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBჩ) ვებ-გვერდზე, სათაურით „მსოფლიო ომობს: კონფლიქტების რეკორდული რაოდენობა 1946 წლიდან“, გამოქვეყნებულია სტატია ნორვეგიის მშვიდობის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის (PღIO) მოხსენების შესახებ, რომელშიც განხილულია დედამიწაზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტები და მშვიდობის დამყარების პერსპექტივა.
2025 წელს სახელმწიფოებს შორის მიმდინარე კონფლიქტების რაოდენობამ ყველაზე მაღალ ნიშნულამდე მიაღწია 1946 წლიდან.
გასულ წელს დაღუპულთა ერთობლივი რიცხვი მხოლოდ 1994 წელს ჩამორჩება - ამ დროს რუანდაში გენოციდი ხდებოდა და 2021 წელს, როცა ეთიოპიაში სამოქალქო ომმა პიკს მიაღწია. ამჟამად ყველაზე მეტად სიკვდილმთესველი ომი უკრაინაში მიმდინარეობას.
მოხსენებაში სახელწოდებით „კონფლიქტების ტენდენციები“ ჩამოთვლილია 65 შეიარაღებული შეტაკება, რომელშიც ერთ-ერთ მებრძოლ მხარედ სახელმწიფო წარმოადგენს. მათ შორისა 8 სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტები. ასეთებად, რუსეთ-უკრაინის გარდა, მკვლევრები მიიჩნევენ ინდოეთსა და პაკისტანს, ავღანეთსა და პაკისტანს, კამბოჯასა და ტაილანდს შორის მომხდარ სასაზღვრო შეტაკებებს, აგრეთვე ისრაელის ავიადარტყმას სირიისადმი. დღეს, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომი, კვლევის პერიოდიზაციას არის გაცდენილი და 2025 წელს არ მიეკუთვნება.
„სამწუხაროდ, პოზიტივი ცოტაა“, - განაცხადა სირი აერ-რუსტადმა, მიმოხილვის შემდგენელმა, - ჩვეულებრივად მე ვცდილობ ხოლმე მონაცემებისაგან რაღაც ცოტაოდენი პოზიტივი მაინც გამოვწურო, მაგრამ შარშანდელი წლის ციფრები, უბრალოდ, შოკის მომგვრელია“.
იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა სიკვდილი ომს ან პოლიტიკურ ძალადობას უკავშირდება, მოხსენების მიხედვით, 245 ათასს აღწევს, რომელთაგან რუს ჯარისკაცთა დაღუპვის დონე ყველაზე მაღალია. 2025 წელს, წინა 2024 წელთან შედარებით, სივდილიანობამ ხუთჯერ მოიმატა, განსაკუთრებით სამოქალაქო მოსახლეობას შორის.
მკვლევრები ამ არასასიამოვნო სტატისტიკის მკვეთრ ზრდას იმით ხსნიან, რომ სუდანში სამთავრობო არმიასა და ამბოხებულებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დროს, სამთავრობო ჯარებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული ქალაქი ელ-ფაშერი, რის შედეგადაც, შიმშილისა და უწყლოობის გამო, 60 ათასი ადამიანი დაიღუპა.
„ბოლო ხუთ-ექვს წელიწადში ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე მსხვილი კონფლიქტი მიდის, ერთი რომ მთავრდება, მეორე იწყება. მშვიდობას არანაირი სულის მოთქმა არ აქვს“, - ამბობს რუსტადი, - ამ მხრივ ვითარება გაუარესებულია“.
თავის ანგარიშში ნორვეგიული ინსტიტუტი გამოჰყოფს კონფლიქტების სამ ძირითად ტიპს: პირველი - მეომარ მხარეებში ერთ-ერთი სახელმწიფოა, მეორე - კონფლიქტები სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე და მესამე - სიტუაცია, როცა ძალადობას სამოქალაქო მოსახლეობისადმი ცალმხრივი ხასიათი აქვს.
რაც შეეხება პირველი ტიპის სიტუაციას, ამ მხრივ ლიდერობს აფრიკა იქ მიმდინარე 29 კონფლიქტით, შემდეგ მოდიან აზია და ახლო აღმოსავლეთი. ევროპაში ასეთი კონფლიქტი მხოლოდ ერთია, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთი ფართო მასშტაბით, რომელიც კონტინენტს მეორე მსოფლიოს ომის დამთავრების შემდეგ არ უნახავს.
ისეთი კონფლიქტები, რომლებსაც შეიძლება „ომი“ ვუწოდოთ, ნორვეგიელების აზრით, გასულ წელს სულ 13 იყო. ნულებიანი შედარებით წყნარი წლების შემდეგ ომების რაოდენობა განუხრელად მატულობს.
სირი აერ-რუსტადი ხაზს უსვამს, რომ მ,სოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აგრესიოულ სახელმწიფოს ისრაელი წარმოადგენს, რომელიც 2025 წელს ხუთ სხვადასხვა კონფლიქტში იყო ჩაბმული: ღაზას სექტორში, სირიაში, ლიბანში, ირანისა და იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ..
აზიაში ასეთი „ლიდერობა“ მიანმას (ბირმას) აქვს მეზობლებთან. ოთხ კონფლიქტში იყვნენ ერთდროულად ჩაბმულები სირია, პაკისტანი და ინდოეთი
მოხსენების შემდგენელი ამერიკის შეერთებული შტატებსაც ერთ-ერთ ლიდერად თვლის: მისი თქმით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებამ თან მოიტანა არამარტო თავდასხმები, არამედ სავაჭრო ბარიერებიც, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტების წარმოქმნას სახელმწიფოებს შორის.
„თანამშრომლობის განვითარება ჯერ-ჯერობით უნდა დავივიწყოთ. გაეროს უშიშროების საბჭოს, რომელიც მშვიდობის დაცვისკენაა მოწოდებული, ამ ეტაპზე მშვიდობის დარდი არ აქვს. მსოფლიო სულ უფრო პოლარიზებული ხდება.


