ისრაელი თვითგანადგურების გზაზეა?
მერიკის პრეზიდენტის აზრით, ჰეზბოლას საკითხი დიპლომატიური მეთოდებით უნდა მოგვარდეს. შტატების ინიციატივით, ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ-ჯერობით, უშედეგოდ. დონალდ-ტრამპს კი, სჯერა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია.

ისრაელი თვითგანადგურების გზაზეა?
ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაცია გააფართოვა. ქვეყნის სამხედრო ძალებმა მდინარე-ლიტანი გადაკვეთა და ჰეზბოლას მებრძოლებს შეუტია. ისრაელის არმიის განცხადებით, ეს, ლიბანის ტერიტორიაზე ჩატარებული ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ოპერაციაა უკანასკნელი 25 წლის მანძილზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ ტერორისტული დაჯგუფება ჰეზბოლა ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთზე დარტყმების განხორციელების თავდაპირველ გეგმას შეასრულებს. ისრაელის არმიამ, ასევე, ლიბანის სტრატეგიული მნიშვნელობის ქედზე მდებარე ციხესიმაგრე ბოფორი დაიკავა, რამაც, ისრაელშიც და მის ფარგლებს გარეთაც, დიდი კრიტიკა დაიმსახურა. ბოფორის ცნობილი ციხესიმაგრე, არაბულად, კალაათ ალ შაკიფი, რომლის ისტორია 900 წელს ითვლის, ჯვაროსნებმა ააგეს მე-12 საუკუნეში.
სიტყვა ბოფორი, Bეაუ-Fორტ, ფრანგულად, ლამაზ ციხესიმაგრეს ნიშნავს. მთაზე განლაგებული სამხედრო სტრატეგიული ნაგებობა მუდამ დაპყრობის ობიექტი იყო, რადგან მდინარე ლიტანის კალაპოტსა და მის ჭალებს გადაჰყურებს, საიდანაც დიდი ტერიტორიის გაკონტროლება შეიძლება. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, აქ პალესტინელ მებრძოლებს სამხედრო ბაზა ჰქონდათ. ისრაელის ჯარმა ციხესიმაგრე 1982 წელს, ლიბანის პირველი ომის ერთ-ერთი ბრძოლის შედეგად დაიკავა, და 18 წელიწადს შეინარჩუნა. ისტორიის ეს მონაკვეთი, როგორც ისრაელის, ისე ლიბანელი ხალხისთვის უაღრესად მტკივნეული დროა.
როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, ეს ისტორიული ადგილი ისრაელის საზოგადოებაში ღრმა განხეთქილების სიმბოლოდ იქცა, რადგან ციხე-სიმაგრის დაკავების დროს ისრაელის ჯარისკაცთა ბევრი სისხლი დაიღვარა. როგორც ისრაელის პრესამ აღნიშნა, ვინც ამ სიმაღლეს იღებს, მალევე ხვდება, რომ ისრაელს იქიდან ვერ დაიცავ. ისრაელის მთავრობის ეს მანევრი მწვავედ გააკრიტიკა ქვეყნის ექს-პრემიერმა, ეჰუდ ბარაკმა, რომლის აზრით, ისრაელი ასე ჰეზბოლას ვერ გაანადგურებს.
შედეგს რომ მიაღწიოს, მაშინ, მთელი ლიბანი უნდა დაიკავოს. ეს კი, არც პოლიტიკურად და არც სამხედრო თვალსაზრით, არაა გამართლებული. ეჰუდ ბარაკმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მოქმედებით, ისრაელი, განადგურების ნაცვლად, კიდევ უფრო აძლიერებს ჰეზბოლას. მან მე-20 საუკუნის 80-იანი წლები გაიხსენა, როცა ისრაელმა თითქმის მთელი ლიბანი აიღო, მაგრამ ვერც იქაური მებრძოლები ვერ მოსპო და ვერც ტერორიზმი შეაჩერა. ამ დროს, ორივე მხარეს, სისხლის ღვარი დადგა.

