სამხრეთ კორეა რუსეთს და ჩინეთს აღიზიანებს
სამხრეთ კორეა რუსეთს და ჩინეთს აღიზიანებს

სამხრეთ კორეა რუსეთს და ჩინეთს აღიზიანებს
სამხრეთ კორეა ნატოსთან ურთიერთობას აფართოებს, რაც პრეზიდენტმა ლი ჯე მიონგმა პირდაპირ თქვა ალიანსის ანკარის სამიტზე. შეკრებას ის მეგობრის სტატუსით ესწრებოდა. სამიტის პირველი დღის ფორუმი ნატოს თავდაცვის ინდუსტრიაზე მსჯელობას მიეძღვნა, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობათა, და მათი თავდაცვისა და ფინანსური სექტორების ათასამდე წარმომოდგენელი დაესწრო. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, სწორედ, ამ შეკრებაზე წარადგინა თავისი ინიციატივა, სახელწოდებით, ნატო სამხრეთ კორეის თავდაცვის ინდუსტრიული პარტნიორობა. მან აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის ნატოსთან თანამშრომლობა აღარ შეესაბამება ახალ რეალობას. ამიტომ, ეს თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. პრეზიდენტის თქმით, სამხრეთ კორეის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ნატოს სამხედრო სისტემასთან. ასევე, ითქვა, რომ უკვე მუშაობს ნატოსთან დაკავშირებული არაერთი პროგრამა. მაგალითად, სამხრეთ კორეა ნატოს ერთობლივი საწარმოები, რომელიც რაკეტებს, ჭურვებსა და ტყვია-წამალს ამზადებს.
მომავალი პროგრამები შეეხება ერთობლივ კვლევებსა და მოწინავე ტექნოლოგიებს, მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტს, უპილოტო სისტემებს, რობოტებსა და კოსმოსის სფეროს. დღეს, ომები აღარ მიმდინარეობს მხოლოდ ბრძოლის ველზე. ეროვნული უსაფრთხოების ფრონტის ხაზები კვლევით ლაბორატორიებზე გადის, სადაც იარაღის მწარმოებელ ქარხნებში უახლესი ტექნოლოგიები ინერგება, თქვა ლი-ჯე-მიონგმა.
სამხრეთ კორეის ასეთი გააქტიურება არ არის გასაკვირი. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა მკვეთრად გაზარდა იარაღის შესყიდვები. მხოლოდ 2025 წელს, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, ევროპასა და კანადაში, თავდაცვაში, დაახლოებით, 574 მილიარდი დოლარი ჩადეს, და იარაღის იმპორტი 143 პროცენტით გაზარდეს. ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომბინირებულ ხარჯებს თანდათან გაზარდიან მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთ-პროცენტამდე, რამაც, სამხრეთი-კორეა, ევროპისთვის, იარაღის ერთ-ერთ უდიდეს გარე-მიმწოდებლად აქცია. სამხრეთ კორეის K2-ტანკები, K9-თვითმავალი საარტილერიო დანადგარები და K-239-Chunmoo მრავლობითი სარაკეტო სისტემები და სხვა აღჭურვილობა ფართოდ განლაგდა ნატოს ქვეყნებში. ამ ტენდენციის ყველაზე აშკარა მაგალითია პოლონეთი, რომელმაც სეულთან, დაახლოებით, ცამეტ მილიარდ შვიდასი მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა ტანკების, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების, მრავლობითი სარაკეტო სისტემებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შესახებ.
ამგვარად, სეულს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც ალიანსის ქვეყნებისთვის იარაღის ერთ-ერთმა მთავარმა მიმწოდებელმა. ასეთი გარიგებები აჩვენებს, რომ სამხრეთ კორეა, თანდათან, იმკვიდრებს თავს, როგორც იარაღის წამყვანი ექსპორტიორი მსოფლიოში, და რომ ნატოსთან თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მნიშვნელოვან ეკონომიკურ წონასაც იძენს.
არსებობს უარყოფითი მხარეც, და ესაა ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის რეაქცია.
ეს სამი ქვეყანა სამხრეთ-კორეის ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობას მათი უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევად მიიჩნევს. შესაბამისად, მათი რეაქცია მწვავედ ნეგატიურია.
ჩინეთი და რუსეთი ნატოს სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას, აზიელ პარტნიორებზე დასავლეთის გავლენის გაფართოების პოლიტიკის ნაწილად და მათი უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს. ისინი აცხადებენ, რომ ალიანსმა გადააჭარბა თავის რეგიონულ ზღვრებს და აზიაზე ბლოკური აზროვნების პროეცირებას ცდილობს. გარდა ამისა, რუსეთმა, არაერთხელ, დიდი უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის მიმართ სამხრეთ კორეის სამხედრო მხარდაჭერაზე, და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის მიერ კიევისთვის იარაღის ნებისმიერმა პირდაპირმა ან ირიბმა მიწოდებამ, შესაძლოა, სამუდამოდ დახუროს კარი კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე დიალოგისთვის. შეგახსენებთ, სამხრეთ კორეამ, არა პირდაპირ, უკრაინას მრავალჯერ მიაწოდა იარაღი. ამიტომ, რუსეთმა სამხრეთ კორეა არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიტანა. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის პოზიციას, რომელმაც სამხრეთ კორეა ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა, ის ჩინეთის აზრს იზიარებს, რომ ამერიკა ნატოს აზიურ ვერსიას ქმნის. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ რიტორიკას აძლიერებს.



