მსოფლიო
რუსულ ნავთობზე სანქციები შემსუბუქდა
დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის გამო რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა

დიდმა ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის გამო რუსულ ნავთობზე სანქციები შეამსუბუქა
ბრიტანეთის მთავრობამ, აშშ-ის მსგავსად, შეამსუბუქა სანქციები რუსულ ნავთობზე, რომელიც მესამე ქვეყნებში დიზელის საწვავად და საავიაციო ნავთად გადამუშავდება.
შემსუბუქებული რეჟიმი დღეიდან შევიდა ძალაში.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი კვლავაც ერთგულია მკაცრი სანქციური რეჟიმის.
როგორც „როიტერი“ წერს, სანქციების შემსუბუქება ასახავს ენერგეტიკული კრიზისის გაღრმავებისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის მიწოდების შეფერხების შიშს, რაც ჰორმუზის სრუტის მიმდინარე ბლოკადას უკავშირდება.