სომხეთი - კერძი ევროპულ მაგიდაზე
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBჩ) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „გეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა“ და „კერძი ევროპული მაგიდისათვის“: როგორ აფასებს სხვადასხვა ქვეყნის მასმედია ერევანში გამართულ „სომხეთ-ევროკავშირის“ სამიტს“. მასში გაანალიზებულია როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის პროევროპული სწრაფვა, ასევე ის რისკები, რომლებიც რუსეთთან არის დაკავშირებული.
ავტორი
ნუგზარ ბ. რუხაძე

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ერევანში დასრულდა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPჩ - Eუროპეან Pოლიტიცალ ჩომმუნიტყ) სამიტი, რომელიც 4-5 მაისს მიმდინარეობდა. EPჩ 2022 წელს ევროკავშირის ძალისხმევით შეიქმნა - რეგიონული კოალიციების ჩამოყალიბების მიზნით. ნიშანდობლივია, რომ ევროპელი ლიდერები სომხეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ იმ დროს, როცა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე მხოლოდ ერთი თვე რჩება, მანამდე კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
სამიტზე მიღებული იქნა 40-პუნქტიანი დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა - „სომხეთს და ევროკავშირს ერთმანეთთან აკავშირებთ საერთო პოლიტიკური ფასეულობები, აგრეთვე საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდებისადმი ერთგულება, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის წესებს ემყარება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი აღიარებს და მხარს უჭერს სომეხი ხალხის ევროპულ სწრაფვას“ - გასული წლის მარტში სომხეთში პარლამენტის მიერ მიღებული კანონის „ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების თაობაზე“. ევროკავშირი თვლის, რომ სომხეთი ევროპული ინვესტიციების მოცულობა 2,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ევროკავშირი ისწრაფვის, რომ გააუმჯობესოს სომხეთთან სატრანსპორტო კავშირები და რომ ხელი შეუწყოს სომხეთს დროულად გადავიდეს მწვანე ენერგეტიკაზე. განზრახულია მოლაპარაკების დაწყება სომეხი მოქალაქეების უვიზოდ მგზავრობის შესახებ ევროკავშირის ქვეყნებში.