აფხაზეთი, სამაჩაბლო_მონატრება,ნოსტალგია, იმედი!
დამძიმებულ ფიქრებში გავიდა ერის, უმძიმესი ცხოვრების 35 წელი, ტკივილის, გარედან თავსმოხვეული უსაფუძვლო სისხლიანი დაპირისპირების, გაუაზრებელი შეცდომებისა და დაუნდობლობის წლები… არადა, ვაჟკაცობა, თავმოყვარეობა, საკუთარი შეცდომების აღიარების და მონანიების უნარი ორივე ერის მენტალობის და ქრისტიანული ტრადიციების განუყოფელი თვისებაა. დადგა დრო აღიარებისა და მონანიებისთვის. დღეს თუ არა ხვალ, ეს მაინც მოხდება... დრო ყვირის, დრო გვაჩქარებს - სასწრაფოა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა, მოლაპარაკება! რევერანსების დრო არ არის...

დრო ყვირის, დრო პასუხს გვთხოვს!
თუ არ დაველაპარაკეთ, რუსეთი აფხაზეთს და სამაჩაბლოს,
როგორ დაგვიბრუნებს?!
აფხაზეთი, სამაჩაბლო_მონატრება,ნოსტალგია, იმედი!
ეს წერილი გამოხატავს არამარტო ხელმომწერთა აზრს, არამედ საღად მოაზროვნე ჭეშმარიტ მამულიშვილთა აზრსაც.
თითოეულ ჩვენთაგანს მრავალწლიანი ცხოვრების მანძილზე გარკვეული წვლილი მიგვიძღვის ამ ძირძველი ქართული მიწის აღმშენებლობაში და გული შეგვტკივა მისი დღევანდელი მდგომარეობის გამო.
ჩვენ მადლიერები ვართ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ცვივა საბრძოლო ჭურვები, არ ინგრევა ქალაქები და სოფლები, არ არიან უსახლკარონი და არ ნადგურდება ქართული გენოფონდი, მაგრამ არსებობს კიდევ პრობლემა, რომელიც დაუყონებლივ უნდა გადაიჭრას.
გავიდა 35 წელი - აფხაზეთი, სამაჩაბლო გასულები არიან საქართველოს სივრციდან. მთელი ეს 35 წელი, ჩვენი ამ ეროვნული ტრაგედიის მიმართ, სრული დაბრმავება, დაყრუება და დამუნჯებაა.
_რატომ?! – პასუხის ,,გასაღები მოსკოვშია”, თუ მოსკოვშია რატომ არ
ველაპარაკებით რუსეთს?!
ხელისუფლების პასუხი_აბსოლუტურად მიუღებელია ,,სანამ არ დაგვიბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, არ დაველაპარაკებით”!
თუ არ დაველაპარაკეთ, როგორ დაგვიბრუნებს? ეს ხომ აბსურდია და საღი აზროვნების ჩარჩოებში არ ჯდება?! ***
ღმერთმა ეს ადგილი საცხოვრისად და რუსეთთან სამეზობლოდ გაგვისაზღვრა და მფარველად ორივეს ჯვარი დაგვიყენა. ამას ჩვენ ვერ შევცვლით. ამიტომ ყველა საკითხს პრაგმატულად უნდა მივუდგეთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ წავა ვ. პუტინი და მოვა უკეთესი ძია, რომელიც დაგვიბრუნებს აფხაზეთს, ესეც დიდი გულუბრყვილობაა.
დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, აფხაზეთშიც და დანარცენ საქართველოშიც წამოიზარდა და გავლენის სფეროს ფლობს ახალი თაობა, რომელთა მსოფლმხეეველობაც არსებულ ვითარებაში ჩამოყალიბდა.
თუ გავითვალისწინებთ მათ აღზრდა-განათლებას და ძალაუფლების ხელში ჩაგდების იდეით შეპყრობილი პარტიების და მათი მხარდამჭერი ტვინგამორეცხილი არასამთავრობოების გავლენას, ასევე იმას, რომ წარმოდგენა არა აქვთ საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიებზე, საკითხი სასიცოცხლოდ საშური და აქტუალურია. დრო არ ითმენს! უნდა ჩამოვყალიბდეთ და სწრაფად, საზრიანად ვიმოქმედოთ.



