არის თუ არა სომხეთი ახალი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?“
დონალდ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისათვის“ სამხრეთ კავკასიის კომუნიკაციის ახალი არქიტექტურის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილი გახდება.

„ხიდი და არა დაბრკოლება“:
არის თუ არა სომხეთი ახალი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?“
„ხიდი და არა დაბრკოლება“: არის თუ არა სომხეთი ახალი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - პატრიკ ვინტური), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია სომხეთის მდგომარეობა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ერევანს რომ მსოფლიოს ცენტრი უწოდო - ლიბერალური ფასეულობების მქონე მიმზიდველ ქალაქს, რომელშიც საბჭოური არქიტექტურის დიდებულ შენობებს უხვად ნახავთ - რა თქმა უნდა, გადაჭარბებული იქნებოდა. მაგრამ სომხეთის მტკიცება, რომ ქვეყანა შეიძლება ევრაზიის სტრატეგიული გზაჯვარედინი გახდეს, სულ უფრო ნაკლებად ფანტასტიკურად მოჩანს. 7 ივნისს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, დღეს კი, როგორც მოვლენები აჩვენებს, სომხეთი „ბაგირის გადაწევის“ ცენტრშია მოხვედრილი - რუსეთს, აშშ-ს, თურქეთს, ევროპასა და აზერბიჯანს შორის.
სომხეთის მიმართ ინტერესი ნაწილობრივ გამოწვეულია აზერბაიჯანთან კონფლიქტის შეწყვეტის გამო და იმით, რომ ერევანს შეუძლია იზოლაციიდან გამოვიდეს და „შუა დერეფნის“ ნაწილი გახდეს - ასე უწოდებენ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო მარშრუტს, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს და მიემართება რუსეთის (ანუ „ჩრდილოეთის დერეფნის“) და სუეცის არხის გვერდის ავლით.
„აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უმოკლესი გზა სომხეთზე გადის“, ამბობს პრემიერ-მინისტრი. იგივეს აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრიც არარატ მირზოიანიც: „მთავრობის მიზანია გადააქციოს სომხეთის გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ რესურსად“.
ე.წ. „დონალდ ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისათვის“ სამხრეთ კავკასიის კომუნიკაციის ახალი არქიტექტურის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილი გახდება.
ასეთი გეოპოლიტიკური კონცეფცია, რომლის მთავარ შემადგენელ ნაწილად, პროგრამის სახით, ნიკოლ ფაშინიანი ამომრჩეველს თავის მესამე ვადას სთავაზობს, სომხეთის სამომავლო თვითშემეცნებასაც ეხება. თუ „რეალური სომხეთი“ (ანუ დღევანდელი სომხეთი) არჩევნებში მხარს ისევ ნიკოლ ფაშინიანის პარტიას „სამოქალაქო შეთანხმებას“ დაუჭერს, მისი მესამე ვადით მმართველობის დროს სომეხი ხალხი ძველი ჩაციკლული აზრებისგან გათავისუფლდება - იგულისხმება დაკარგული ტერიტორიები და ისტორიული წყენები.



